2022 წელს საქართველოში 154 150 აშშ დოლარის პარიკები, წამწამები და წარბები, შინიონები და ანალოგიური ნაწარმი შემოვიდა (10 ტონა). 2023 წელს კი 242 190 აშშ დოლარის (12 ტონა). მთავარი მომწოდებელი ქვეყნები 2022 წელს ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები დ რუსეთი იყო. მათ შორის ჩინეთზე მოდიოდა იმპორტის ნახევარზე მეტი. რაც შეეხება 2023 წელს მთავარი მომწოდებელი კვლავ ჩინეთია, თუმცა სამეულში რუსეთი გერმანიამ ჩაანაცვლა.
რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში პარიკები, წამწამები, წარბები, შინიონები და ანალოგიური ნაწარმი. კომერსანტმა ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა.
იმპორტიორი ბიზნესსუბიექტების 2022 წლის ხუთეული ასე გამოიყურებოდა.
ი.მ გულნისა ისაევა
ინდივიადუალურ მეწარმედ 2007 წელს არის რეგისტრირებული. იურიდიული მისამართი კი ლილოს ბაზრობის ტერიტორიაა.
ი.მ რამიზ ტანრივერდიევი
ინდივიდუალურ მეწარმედ 2003 წელს არის დარეგისტრირებული, მისი იურიდიული მისამართიც ლილოს ბაზრობის ტერიტორიაა.
შპს ალგეთი
2017 წელს არის დაფუძნებული. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი ომარ ქოჩორაშვილია.
შპს ელსივაიკიკი გე
კომპანია 2011 წელს არის დარეგისტრირებული. გენერალური დირექტორი თურქეთის მოქალაქე ოზგურ ინანჩ სეზგინერია. დირექტორი კი გიორგი დალალიშვილი. 100%-იან წილს თურქეთში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება LC WAIKIKI MAGAZACLIK HIZMETLERI TICARET A.S.,357092 ფლობს.
შპს მანდარინ კოსმეტიკს ჯორჯია
კომპანია 2008 წელს არის დარეგისტრირებული, მისი დირექტორი ვარუჟან ატანესიანია, რომელიც ასევე ფლობს კომპანიის 40%-ს. დანარჩენი წილები კი სომხეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. 40% გურგენ ჰაკობიანს, 20% კი ანდრანიკ მარტიროსიანს.
2023 წელს კი ძველი ხუთეულიდან მხოლოდ შპს ალგეთი დარჩა.
ი.მ ვლადიმერი მექოშვილი
ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებულია 2005 წელს.
ი.მ ლია ცომაია
ინდივიდუალურ მეწარმედ 2023 წელს დარეგისტრირდა. თუმცა მანამდეც ინდ.,მეწარმის სტატუსი ჰქონდა 2010-2016 წლებში, რომელიც 2016 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმნდა
შპს ალგეთი
შპს ლეშ კორპ ინთერნეიშენალ
დარეგისტრირდა 2021 წელს. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი პოლონეთის მოქალაქე მონიკა ბარბარა ორზელოვსკაა. 2023 წლის ოქტომბრამდე კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებდა ირაკლი არჯევანიძეც, რომელიც „ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელიცაა.
შპს პსპ ფარმა
2002 წელს დარეგისტრირებული კომპანიის დირექტორი და 95% წილის მფლობელი ვაჟა ოქრიაშვილია. 5%-ს კი თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს.