შარანჯიტ ლეილი, საერთაშორისო ტელე-რადიო წამყვანი და მოდერატორი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელურ დისკუსიას - „Georgia – Nexus For Investment” გაუძღვება.
საერთაშორისო მედიაპროექტების ავტორი და წამყვანი, შარანჯიტ ლეილი BBC World News-ის ყოფილი კორესპონდენტია, სადაც 18 წლის განმავლობაში ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებს აშუქებდა. დღეს ლეილი რეგულარულად უძღვება მაღალი დონის დებატებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა მრავალპროფილური თუ ფინანსური ინსტიტუტებისთვის. გარდა ამისა, იგი კონსულტაციას უწევს კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს მედიასტრატეგიის მიმართულებით.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში,“ რომელსაც 22 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, 2000-მდე დელეგატი, მათ სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, სამთავრობო და ბიზნესის სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში 7 მაღალი დონის პანელური დისკუსია გაიმართება, რომელიც ვაჭრობას, ტრანსპორტის ენერგეტიკას, ინვესტიციებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეეხება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვნად ზრდის დაკავშირებადობასა და ქვეყნების ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს