სად ღირს სასმელი წყალი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი. Numbeo-მ ქვეყნები იმის მიხედვით შეადარა თუ რა ღირს  1.5ლ წყალი,

10 ქვეყანა სადაც წყალი ყველაზე ძვირია:

  • კოსტა რიკა 2.35$
  • აშშ 2.17$
  • ნორვეგია 2.06$
  • კანადა 1.80$
  • ავსტრალია 1.72$
  • ფინეთი 1.71$
  • ირლანდია 1.65$
  • ჰონგ კონგი 1.64$
  • ურუგვაი 1.64$
  • პანამა 1.48$         

10 ქვეყანა სადაც წყალი ყველაზე იაფია:

  • პაკისტანი 0.33$
  • ალჟირი 0.29$
  • ბანგლადეში 0.28$
  • ტუნისი 0.27$
  • ნეპალი 0.26$
  • თურქეთი 0.26$
  • ირანი 0.25$
  • ეგვიპტე 0.25$
  • ლიბია 0.24$
  • ნიგერია 0.17$


რაც შეეხება საქართველოს და რეგიონის ქვეყნებს:საქართველო რეიტინგში (ძვირი ->იაფი) 95 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა და აღნიშნულია, რომ საქართველოში წყალი 0.64$ (1.80 ლარი) ღირს. რეგიონში საქართველოზე ძვირი წყალი მხოლოდ სომხეთშია 0.66$, აზერბაიჯანში წყალი 0.55$ ღირს, უკრაინაში 0.52$, რუსეთში 0.50$, თურქეთსა 0.26$ და ირანში 0.25$.