Globalpetrolprices-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, ბენზინის საშუალო ფასი მსოფლიოში ლიტრზე 1.23 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა, ფასებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში, საშუალო ფასთან მიმართებაში, არსებითი განსხვავებაა. მაგალითად, განვითარებულ და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საწვავის ფასები გაცილებით მეტია, ვიდრე შედარებით ღარიბ, ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებში.

ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, ბენზინის ფასებში განსხვავება გამოწვეული სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სუბსიდირებისა და განსხვავებული საგადასახადო სისტემით, რაც საცალო ფასებზე აისახება.

მონაცემების თანახმად, 1 ლიტრი საწვავის ფასი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგშია და 3.36 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ირანშია და 0.029 დოლარს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც საწვავი ყველაზე ძვირია:

  • ჰონგ-კონგი - 3.36 დოლარი;
  • ისლანდია - 2.23 დოლარი;
  • მონაკო - 2.2 დოლარი;
  • დანია - 2.07 დოლარი;
  • ისრაელი - 2.04 დოლარი;

5 ქვეყანა, სადაც საწვავი ყველაზე იაფია:

  • ირანი - 0.029 დოლარი;
  • ლიბია - 0.03 დოლარი;
  • ვენესუელა - 0.035 დოლარი;
  • ანგოლა - 0.32 დოლარი;
  • ეგვიპტე - 0.33 დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, კვლევის მიხედვით, 1 ლიტრი საწვავის ფასი 1.098 დოლარს შეადგენს. მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები კი ასეთია:

  • თურქეთი - 1.28 დოლარი;
  • სომხეთი - 1.33 დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 0.64 დოლარი;
  • რუსეთი - 0.56 დოლარი.

წყარო: bpn.ge