საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ $4,1 მლრდ შეადგინა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.

გასულ წელს ყველაზე მეტი - $1,5 მლრდ საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 27,5%-ითაა შემცირებული. 2022-ში რუსეთიდან გადმორიცხული თანხა $2,07 მლრდ იყო.

რუსეთს მოსდევს იტალია - $518,6 მლნ-ით, სადაც წინა წელთან შედარებით  20,2%-იანი ზრდაა, აშშ-დან $456,4 მლნ გადმოირიცხა (ზრდა 39,6%), საბერძნეთიდან - $242,3 მლნ (8,2%-ით მეტი), გერმანიიდან - $228,6 მლნ (39,1%-იანი ზრდა), ისრაელიდან - $215,2 მლნ (8,1%-ით მეტი).

საქართველოდან 2023 წელს საზღვარგარეთ $355,9 მლნ გაიგზავნა, გადარიცხვები გაზრდილია 3,6%-ით.