2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წლიურად 7.2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 587 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ქართული პროდუქციის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მეხუთედზე მეტი.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • რუსეთი - $325.8 მლნ;
  • თურქეთი - $258.9 მლნ;
  • ჩინეთი - $156.9 მლნ;
  • სომხეთი - $83.6 მლნ;
  • აშშ - $81.7 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $69.3 მლნ;
  • შვეიცარია - $58.4 მლნ;
  • უკრაინა - $50.2 მლნ;
  • ყაზახეთი - $42.8 მლნ;
  • ბულგარეთი - $38.7 მლნ.

2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%).