რუსეთ-უკრაინის ომი გამო საქართველოში ოპერირება 4-მა უკრაინულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა, რომელთაც 2021 წლისთვის ჯამურად ბაზრის 14.7% ეკავათ, რაც 352,000 მგზავრია, -  ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშში ვკითხულობთ.

ეს 4 უკრაინული ავიაკომპანიაა: Sky Up, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები, Bees ავიახაზები, Yan Air.

2021 წელს თითოეული ავიაკომპანიის გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა ასეთი იყო:

გადაყვანილი მგზავრების ოდენობა 2021 წელს / ბაზრის წილი 2021 წელს

Sky Up - 192,921 მგზავრი - 8.1%;

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - 64,225 მგზავრი - 2.7%;

Bees ავიახაზები - 64,589 მგზავრი - 2.7%;

Yan Air - 29,875 მგზავრი - 1.2%.