2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან 1.48 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 8%-ით აღემატება.
2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 688 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში - ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა.
| ქვეყანა | ავტოექსპორტი მლნ დოლარი | ავტომობილების რაოდენობა | ერთი ავტომობილის საშუალო ფასი |
| ყირგიზეთი | 688 | 18,920 | $36.4 ათასი |
| ყაზახეთი | 464 | 32,865 | $14.1 ათასი |
| აზერბაიჯანი | 190 | 9,132 | $20.9 ათასი |
| სომხეთი | 77 | 4,153 | $18.5 ათასი |
| ტაჯიკეთი | 15 | 967 | $16.1 ათასი |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 7 | 254 | $27.3 ათასი |
| უკრაინა | 6.8 | 906 | $7.5 ათასი |
| ბელგია | 6.6 | 129 | $51.4 ათასი |
| უზბეკეთი | 6.2 | 119 | $52.3 ათასი |
| თურქეთი | 4.4 | 137 | $31.9 ათასი |