13 მაისის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, ცხოვრების ხარისხის ინდექსით, მსოფლიოს 256 ქალაქს შორის, თბილისი 211-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხი ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსემბურგშია (234.0), მეორე ადგილზე ნიდერლანდების ქალაქი ჰააგაა (232.2), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდების კიდევ ერთი ქალაქი გრონინგენი (228,6). ზოგადად, ზედა ათეულში ნიდერლანდების 6 ქალაქია, ხოლო პირველი 16 ადგილი სრულად ევროპულ ქალაქებს უკავიათ.
- ლუქსემბურგი - 234
- ჰააგა - 232.2
- გრონინგენი - 228.6
- ეინდჰოვენი - 225
- ბერნი - 219.1
რაც შეეხება თბილისსა და ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყნების ქალაქებს, ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების ხარისხის ინდექსის კოეფიციენტი 120.1-ია, რაც მსოფლიოში - 211-ე, ხოლო ევროპის 101 ქალაქს შორის, 92-ე მაჩვენებელია.
- მოსკოვი - 189-ე ადგილი - 131.5
- თბილისი - 211-ე ადგილი - 120.1
- ბაქო - 214-ე ადგილი - 117.1
- ერევანი - 218-ე ადგილი - 114.3
უკვე აღვნიშნეთ, რომ სიის პირველ 16 ადგილზე ევროპული ქალაქებია, მსოფლიოში ცხოვრების ხარისხით ყველაზე გამორჩეული არაევროპული ქალაქი კი ავსტრალიის ბრისბენია (205.0), რომელიც სრულ ჩამონათვალში მხოლოდ მე-17 პოზიციაზეა.
რაც შეეხება ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქალაქებს, ბოლო ხუთეული ასეთია:
- კოლომბო (შრი ლანკა) - 252-ე ადგილი - 73.2
- თეირანი (ირანი) - 253-ე ადგილი - 66.8
- დაკა (ბანგლადეში) - 254-ე ადგილი - 65.6
- მანილა (ფილიპინები) - 255-ე ადგილი - 62.4
- ლაგოსი (ნიგერია) - 256-ე ადგილი - 6.5
განვმარტოთ, რომ ცხოვრების ხარისხის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მსყიდველობითი უნარი, დაბინძურება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვის ხარისხი, მგზავრობის დრო და კლიმატი. ინდექსის უფრო მაღალი მაჩვენებელი ცხოვრების უკეთეს ხარისხზე მიუთითებს.