2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ თურქეთში 306 435.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 438 662.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად თურქეთში ექსპორტი 30%-იან კლებას აჩვენებს.

საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ტრიკოტაჟის ნაწარმია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის: 

  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 66 785.7 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 34 590.4 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 18 954.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 18 501.8 ათასი დოლარი;
  • ელექტროენერგია -18 388.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, ისიც 1%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ თურქეთიდან 2 491 938.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 508 546.0 ათასი დოლარის. თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულ იმპორტში ყველაზე დიდი წილი წამლებზე მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 149 172.3  ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 113 751.2 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 95 600.6 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 75 551.7 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 57 505.5 ათასი დოლარი;

businessinsider.ge