Galt&Taggart-ის 14 აპრილის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიზარდა, Georgia Capital-ის კი შემცირდა.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.78% წინა კვირასთან შედარებით და +0.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 368 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.68 - 54.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.87% წინა კვირასთან შედარებით და -0.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 786 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.10 - 41.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 164 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.95% წინა კვირასთან შედარებით და - 8.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 492 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.04 - 13.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.