2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად  227 635 ერთეული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 12%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.

Mercedes-Benz-ის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 92 867
  • იმერეთი: 31 378
  • ქვემო ქართლი: 21 126
  • აჭარის არ: 19 253
  • კახეთი: 17 040
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 784
  • შიდა ქართლი: 12 407
  • სამცხე-ჯავახეთი: 7 546
  • მცხეთა-მთიანეთი: 5 234
  • გურია: 4 865
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 135

businessinsider.ge