გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში მარილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა, რუსეთიდან მისი იმპორტი 55%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მარილის იმპორტი 10%-ითაა შემცირებული, თუმცა 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, 2021 წელს $4.7 მლნ-ის მარილი ვიყიდეთ (55 000 ტონა), 2022 წელს - $6.1 მლნ-ის (70 000 ტონამდე), 2023 წელს - $6.3 მლნ (63 000 ტონაზე მეტი).
რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოში მარილის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. 2023 წელს თურქეთიდან შემოვიდა - $2.3 მლნ-ის მარილი (36 000 ტონა), 2022 წელს - $2 მლნ-ის (32 000 ტონა); 2021 წელს - $2.6 მლნ-ის (28 000 ტონამდე).
მარილის იმპორტიორი ქვეყნებშია რუსეთიც. საქართველომ რუსეთიდან მარილის იმპორტი 2022 წელთან შედარებით 55%-ით გაზარდა, 2021 წელთან შედარებით - 78%-ით. შესაბამისად, გასულ წელს რუსეთიდან 227 ტონა მარილი შემოვიდა, 2022 წელს 101 - ტონამდე, 2021 წელს კი - 49 ტონამდე.
2023 წელს მარილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია:
თურქეთი - $2.3 მლნ - 27,655 ტონა:
ირანი - $1,8 მლნ - 25,649 ტონა;
აზერბაიჯანი - $1.1 მლნ - 7,007 ტონა;
ყაზახეთი - $438 - 1,562 ტონა;
საბერძნეთი - $110 - 183 ტონა;
რაც შეეხება მარილის ექსპორტს. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა კატარია. გასულ წელს კატარში 25 ტონა მარილი გაიყიდა, სომხეთში - 20 ტონა.
2021 წელს მარილის იმპორტიორი ქვეყნების სამეულში იყო უკრაინაც, საიდანაც $1.3 მილიონის ღირებულების 10 000 ტონაზე მეტი მარილი შემოვიდა. თუმცა შემდგომ წლებში უკრაინიდან მარილის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე დარტყმა გახდა.