საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 570.7 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ითაა შემცირებული მაჩვენებელია. 2023 წელს ქვეყანამ რძის წარმოება 584.3 მლნ ლიტრი რძის წარმოება მოახერხა.
ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:
- 2020 წელი - 569 მლნ ლიტრი
- 2021 წელი - 587.9 მლნ ლიტრი
- 2022 წელი - 564.8 მლნ ლიტრი
- 2023 წელი - 584.3 მლნ ლიტრი
- 2024 წელი - 570.7 მლნ ლიტრი
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რძის წარმოება მაქსიმალურ ნიშნულზე, 2008 წელს იყო, როცა 645.8 მლნ ლიტრს უტოლდებოდა.
ბოლო 12 წლის განმავლობაში რძის წარმოება ქვეყანაში საშუალოდ 528-დან 588 მლნ ლიტრის დიაპაზონში მერყეობს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია.