ქართული კივის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იაპონიაა. კივის ექსპორტი კი 2023-ში 2022-თან შედარებით 2.7-ჯერაა გაზრდილი.

საქართველოს იაპონიის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ელჩმა იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავამ კომპანია Unifrutti Japan-ის მიერ იმპორტირებული ქართული კივის სტენდები მოინახულა. სტენდები ტოკიოში არსებულ Itoyokado და Seiyu-ს მაღაზიებშია განთავსებული.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში $71,5 ათასის 25 ტონა კივი გავიდა იაპონიის ბაზარზე. საქსტატის მონაცემებით იანვარში იაპონია ერთადერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა იყო. მცირე რაოდენობით გავიდა სომხეთშიც.

რაც შეეხება 2022 და 2023 წლის მონაცემებს, 2022 წელს $364 000-ის 144 ტონა კივი გავიდა ექსპორტზე. 2023-ში კი კივის ექსპორტი 2.7-ჯერ გაიზარდა. $1,2 მლნ-ის 390 ტონა კივი გაიყიდა. 2023 წელს მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იაპონია იყო.

ექსპორტიორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება:

იაპონია - $1,1 მლნ-ის კივი გავიდა ექსპორტზე (275,5 ტონა);

სომხეთი - $150 000-ის (95 ტონა);

რუსეთი - $20 000-ის (20 ტონა).