2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული წარმოების ჩირის ექსპორტი 50%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიხედვით, წელს ათ თვეში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 811 ათასი დოლარის 234 ტონა ჩირი, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი 1.642 მლნ დოლარის ღირებულების 638 ტონა გამხმარი ხილი.
აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ღირებულების ჩირი გერმანიაში გავიდა. კერძოდ, ამ ბაზრის წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80%-ს შეადგენდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ჩირის 5 ძირითადი გასაღების ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
- გერმანია - 649 ათასი დოლარის 150 ტონა;
- რუსეთი - 62.2 ათასი დოლარის 34 ტონა;
- ლატვია - 41.7 ათასი დოლარის 2 ტონა;
- ლიეტუვა - 16.8 ათასი დოლარის 1.7 ტონა;
- უზბეკეთი - 16.7 ათასი დოლარის 44 ტონა.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ქართული ჩირის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.5 დოლარი იყო, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2.6 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ჩირის საექსპორტო ფასი 34%-ით გაიზარდა.