ქართული ღვინის ექსპორტი (თანხაში) პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე მთლიანი ექსპორტის 15% შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

2024 წლის 6 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია პოლონეთში: რაოდენობაში 19% / თანხაში 17%-ით; გერმანიაში - რაოდენობაში 32%/თანხაში 25%-ით; ამერიკის შეერთებულ შტატებში - რაოდენობაში 54%/თანხაში 46%-ით, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს წლის 6 თვის ანგარიშში.

სააგენტოს ინფორმაციით, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2024 წლის 6 თვის მონაცემებით $2,88-ია. პრიორიტეტულ ბაზრებზე (ევროპა, აშშ, ჩინეთი) $2.46-დან $6.18-მდე მერყეობს. ყველაზე იაფი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი პრიორიტეტული ბაზრებიდან პოლონეთშია, ყველაზე მაღალი - იაპონიაში.

პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ასეთია:

ქვეყანა

ფასი 1ლ/აშშ $

პოლონეთი

2.46

ჩინეთი

3.45

აშშ

5.96

გერმანია

4.42

გაერთიანებული სამეფო

4.66

იაპონია

6.18

ბალტიის ქვეყნები

3.83