საქსტატის მონაცემებით, წიწიბურას იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი, ავსტრია და პოლონეთია და პოლონური წიწიბურას საიმპორტო ფასი რუსულზე 7-ჯერ მეტია. რაც შეეხება ფასნამატს, ბაზარზე წიწიბურა მინიმუმ 65-%-მდე და მაქსიმუმ 700%-მდე ფასნამატით იყიდება. 

წიწიბურას იმპორტი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს წიწიბურას იმპორტი 37%-ითაა გაზრდილი. გასულ წელს 5 მლნ-მდე დოლარის წიწიბურა შემოვიდა ქვეყანაში, 2022 წელს - $6.6 მლნ-ის. თუმცა, ფასი 70%-მდეა შემცირებული.

წიწიბურას მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. მცირე რაოდენობით შემოვიდა პროდუქტი ავსტრიიდან და პოლონეთიდან.

წიწიბურას იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

რუსეთი - $4.97 მლნ-ის 8.8 ათასი ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი $0.6);

ავსტრია - $10 000-ის 6 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი $1.7);

პოლონეთი - $9 000-ის 2.3 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი $4).

წიწიბურას ექსპორტი

რაც შეეხება წიწიბურას ექსპორტს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მისი ექსპორტი თითქმის 97%-ით შემცირდა. 2022 წელს $212 00-ის (106 ტონა) წიწიბურა გავიდა ექსპორტზე, 2023 წელს - $2670-ის (3.17 ტონა).

2022-ში წიწიბურა მთლიანად უკრაინაში გაიყიდა; 2023 წელს - აზერბაიჯანსა (2.4 ტონა 1490 დოლარი) და სომხეთში (76 ტონა - 1117 დოლარი).

საექსპორტო ფასს რაც შეეხება, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 1კგ წიწიბურას ფასი უკრაინაში დაახლოებით 1.14$ იყო, 2023 წელს აზერბაიჯანში - 0.6$, სომხეთში - 1.5$.

წიწიბურას ფასი

2023 წელს 1 კგ წიწიბურას საშუალო საიმპორტო ფასი 0.56$ (1.5 ლარი) იყო, 2022 წელს - 1$ (2.68 ლარი). საქსტატის მონაცემებით ფასი 45%-ითაა შემცირებული.

სუპერმარკეტებში წიწიბურას გასაყიდ ფასი 2.50-დან 12 ლარამდეა. ამ მონაცემით, წიწიბურა მინიმუმ 65-%-მდე და მაქსიმუმ 700%-მდე ფასნამატით იყიდება.