პოლონეთის ეკონომიკამ ოფიციალურად გადააჭარბა 1 ტრილიონი დოლარის ზღვარს, რითაც შევიდა იმ ქვეყნების ოცეულში, ვისი ეკონომიკის მოცულობაც 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა ამ ფაქტს უკვე უწოდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რადოსლავ სიკორსკიმ კი თავის მხრივ დაამატა, რომ ვარაშავა ახლა შუამდგომლობას წარადგენს G20-ის კლუბის წევრობისთვის.
კომუნისტური რეჟიმის დამხობის, სოციალისტური ბანაკის კრახის და არჩევნებზე Solidarnost-ის გამარჯვების შემდეგ, პოლონეთს მემკვიდრეობით შეხვდა საშინელი ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია. ქვეყანაში ფული ფაქტობრივად, არ იყო, თუმცა პოლონელები, მიუხედავად ლეშეკ ბალცეროვიჩის (პოლონური სასწაულის შემოქმედი) რადიკალური რეფორმებისა, არ გატყდნენ. ვარშავის პირველ მიზანს ეკონომიკის გაჯანსაღების გარდა, წარმოადგენდა კომპარტიის ნომენკლატურის ძირფესვიანად ამოძირკვა აბსოლუტურად ყველა სფეროდან, რაც საბოლოოდ დაძლეულ იქნა. ქვეყანამ კურსი საბაზრო ეკონომიკაზე და ვესტერნიზაციაზე აიღო, რამაც 30 წლის შემდეგ პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ძლიერ ფინანსურ და სამხედრო ძალად აქცია (სანამ სამხედრო ძალაში მას უკრაინა ჩაანაცვლებდა), და რაც მთავარია სტაბილურ და განვითარებულ ქვეყნად.