საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად 96%-ით წინა წელთან შედარებით ნოტარიუსის მომსახურება გაძვირდა.

რას უკავშირდება მომსახურების  მსგავსი მაჩვენებლით გაძვირება. კომერსანტმა მოიძია სანოტარო მომსახურების ძველი და ახალი ფასები, რომელიც მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 30 მაისს გამოცემული მთავრობის დადგენილებით  ცვლილება შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“ მანამდე არსებულ დადგენილებაში და სხვადასხვა მომსახურებაზე საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად ანდერძის დადასტურება 2022 წლის ცვლილებამდე ღირდა  9 ლარი გახდა 16 ლარი

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების ფასი გახდა ერთგვერდიან დოკუმენტზე 6 ლარი  ნაცვლად 2 ლარისა.

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება თითოეული გვერდისთვის 1 ლარი ღირდა. ახლა კი  დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმების ფასი ერთგვერდიან დოკუმენტზე გახდა 6 ლარი, გვერდების რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასები იკლებს.

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმების ფასი ერთგვერდიანი დოკუმენტისთვის − 4 ლარი გახდა და გვერდების რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასი მცირდება. აღნიშნული მომსახურება ცვლილებამდე 0.5 თეთრი ღირდა.

ფიზიკური პირის მიერ მინდობილობის/ რწმუნებულების დადასტურების ფასი გახდა 18 ლარი ნაცვლად 10 ლარისა.

ფასები, რომელიც 2012 წლის იანვრიდან მოქმედებდა:

ფასები, რომელიც  2022 წლის მაისიდან მოქმედებს:

ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, ასევე, განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიუსთა თანამდებობის რაოდენობას. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2021 წლისათვის საქართველოში  ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 280-ით განისაზღვრა.