2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 216.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
„აქედან, ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 598.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9 980.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს.