საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო ქვეყანაში ტურიზმის სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას. ასევე, მშენებლობისა და IT სექტორებში უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს. IT სექტორი წარმატებით იზიდავს ინვესტორებს და ბიზნეს სამყაროს ყურადღებას იპყრობს. ამასთანავე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მხარეებმა მიმოიხილეს უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის მიმდინარე სტატუსი და ისაუბრეს ამ მხრივ დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზეც.
საუბარი ასევე შეეხო მწვანე დაფინანსების სფეროში არსებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს.
IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო გარსია მორამ ქართულ დელეგაციის წევრებს შემდგომი დახმარების მზადყოფნა აღუთქვა.
IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს ალფონსო გარსია მორას შეხვდა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო