საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ მოდერატორობა გაუწია მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში გამართულ საპანელო დისკუსიებს თემაზე - „მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საჭიროებები”. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
„საპანელო დისკუსიებში, სადაც მონაწილეობა მიიღო სავაჭრო პალატის გერალურმა დირექტორის მოდგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა, ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ასევე, შეეხნენ ბიზნესის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობასა და მის როლს ბიზნესის ეფექტურობის კუთხით.
როგორც გიორგი ვეკუამ საპანელო დისკუსიის მსვლელობისას აღნიშნა - ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად გარდაქმნის თანამედროვე ბიზნესს. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის AI ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი - ის გახდა წარმატების აუცილებელი წინაპირობა.
კონფერენცია პროექტის „ევროკავშირი ბიზნესისთვის: კომპანიების დაკავშირება“ (EU4BCC) დახურვითი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც 2009 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შეთანხმებით ჩაეყარა საფუძველი.
პროექტის მიზანი იყო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარების გზით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის AI ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ის გახდა ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა – გიორგი ვეკუა
საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი(bm.ge)
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი