Numbeo-ს 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანა შვეიცარია, ხოლო ყველაზე იაფი პაკისტანია.

ცხოვრების ღირებულების ინდექსში საქართველომ 121 ქვეყანას შორის 81-ე ადგილი დაიკავა. სამეზობლოს ქვეყნებს შორის საქართველოზე ძვირი ცხოვრება სომხეთსა (58-ე ადგილი) და თურქეთში (70-ე ადგილი) ჯდება.

ამასთანავე, მონაცემების თანახმად, ჩამოთვლილ ქვეყნებზე იაფია ცხოვრება აზერბაიჯანსა (87-ე ადგილი) და რუსეთში (89-ე ადგილი).

Numbeo-ს კვლევის თანახმად, მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნები კი ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია;
  • ბაჰამის კუნძულები;
  • ისლანდია;
  • სინგაპური;
  • ბარბადოსი.

კვლევაში მოხვედრილი 121 ქვეყნიდან ყველაზე იაფი ცხოვრება შემდეგ 5 ქვეყანაშია:

  • პაკისტანი;
  • ლიბია;
  • ეგვიპტე;
  • ეგვიპტე;
  • ბანგლადეში.

წყარო: bpn.ge