ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს. ქართული რეალობა კი საპირისპიროს მაჩვენებელია.

თამბაქოს (თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 47.85%-ით გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში  საქართველოში 186 425 660 დოლარის ღირებულების თამბაქოს იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.48-ჯერ მეტია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 9 804 768 040 ღერი სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, რისთვისაც ქვეყნიდან 157,500.88 ათასი დოლარი გავიდა. 2022 წლის სტატისტიკით კი ქვეყანაში 8 064 029 760 ღერის სიგარეტი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 129,659.32 ათასი დოლარი იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო, თუმცა 2022-2023 წლებში თურქეთი დაწინაურდა.

TOP3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით

2019

უკრაინა- $87 633 570; სომხეთი- $6 767 650; ჰონ-კონგი-$3 937 960

2020

უკრაინა-$79 488 780; სომხეთი- $5 768 900; რუმინეთი- $ 1 981 540

2021

უკრაინა- $86 951 340; სომხეთი- $9 807 890; არაბთა გაერთიანებული საამიროები- $6 761 540

2022

თურქეთი- $52 661 490; არაბთა გაერთიანებული საამიროები- $20 439 420; უკრაინა- $ 15 830 410

2023

თურქეთი- $67 704 580; სომხეთი- $26 646 760; არაბთა გაერთიანებული საამიროები- $ 19 918 270

„კომერსანტი" დაინტერესდა თამბაქოს ბაზარზე არსებული სიტუაციით და 7 იმპორტიორ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა კომპანიები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.