GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ „ანალიტიკა“–ში მომავალ წელს ხუდონის მშენებლობის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა" - თქვა მაია მელიქიძემ.

მისი განმარტებით, რადგან ნამახვანჰესთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ საარბიტრაჟო დავაშია, ხუდონი შეიძლება იყოს ის მსხვილი პროექტი, სადაც ინვესტორების – მათ შორის, ევროპელი ინვესტორების – მოზიდვა იქნება შესაძლებელი.

დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტია გაჩერებულია.

მელიქიძე დიდი ხანია საუბრობს, რომ აუცილებელია ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონჰესის აშენება, რადგან მათ გრძელვადიანი სარგებელი ექნება.

„უნდა ავაშენოთ ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი - ეს საჭიროა,“ - განაცხადა მელიქიძემ.