მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 1 500 000 და უკვე დარეგისტრირდა 1 000 000 მიწის ნაკვეთი. ამის შესახებ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იუწყება. 

უწყების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში 1 000 000 ადამიანი გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან მიმდინარეობს.  მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი.

გეგმის მიხედვით, მიწის რეფორმა 2025 წლის 1-ლი იანვარს უნდა დასრულდეს.