საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისგოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითკლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირდა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზეგოგიტა თოდრაძემ აღნიშნარომ მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 9.3%-იამან სექტორების მიხედვით ზრდის მიზეზები განმარტა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმაინფორმაცია და კომუნიკაციაპროფესიულისამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორისაფინანსო საქმიანობების სექტორიასევემშენებლობატრანსპორტი და დასაწყობება და დამმუშავებელი მრეწველობაასევეაღსანიშნავია ისიცრომ მიმდინარე წლის მაისშიწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითკლების ტენდენცია არ დაფიქსირებულა პრაქტიკულად არც ერთ სექტორში.

რაც შეეხება მიზეზებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებდა კომპიუტერული პროგრამირების, ასევე კონსულტაციების და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობების მოცულობების ზრდა.

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად ბიზნესის მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მოცულობების ზრდასთან.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ზრდა ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ.

მშენებლობის სექტორში, სადაც ასევე ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა, ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან და ასევე, სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან, როგორიცაა მაგალითად ელექტროტექნიკური და სარემონტო სამუშაოები.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 14%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა და შესაბამისი მომსახურების მოცულობა გაიზარდა.

დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში აღსანიშნავია მეტალურგიული მრეწველობის წარმოების მიმართულება - თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები გაზრდილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 12-ჯერაა გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებლები, ძირითადად, თურქეთის, ალჟირის და ეგვიპტის მიმართულებით“,- აღნიშნა საქსტატის დირექტორმა.

bm.ge