ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველოში ლობიოს იმპორტი 63%-ით გაიზარდა.

2023 წელს ქვეყანაში 143 650 დოლარის ღირებულების 656.79 ტონა ლობიოს (ახალი ან გაცივებული,დაჩურჩული ან დაუჩურჩავი ლობიო) იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემებს 1.63-ჯერ აღემატება.

მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზე იმპორტირებული პროდუქციის 99% მოდის.

მონაცემები წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2019

144 370 დოლარის ღირებულების 402.69 ტონა  (1კგ - 0.96 ლარი)

2020

135 660 დოლარის ღირებულების 597.69 ტონა (1კგ - 0.61 ლარი)

2021

90 730 დოლარის ღირებულების 481.71 ტონა (1კგ - 0.51 ლარი)

2022

134 750 დოლარის ღირებულების 702.27 ტონა (1კგ - 0.51 ლარი)

2023 

143 650 დოლარის ღირებულების 656.79 ტონა (1კგ - 0.59 ლარი)

 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 4 990დოლარის ღირებულების 7.48 ტონა ლობიოს იმპორტი განხორციელდა. 

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, 1 კგ ლობიოს ღირებულება 5-10 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.