საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ფლოტის აღდგენას აანონსებს. „რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - თქვა მან მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მინისტრის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რათა ჩვენი პროფესიონალი, ღირსეული მეზღვაურები არამხოლოდ სხვა ქვეყნების მცურავ საშუალებებზე დასაქმდნენ, არამედ მათ საშუალება ჰქონდეთ, ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.