სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია და მსვლელობა რამდენჯერმე გამართეს და თქვეს, რომ საკურიერო მომსახურების ტარიფები დაბალია, რის გამოც მათ არ აქვთ ღირსეული ანაზღაურება.

ბოლოს, 5 ივნისს, კურიერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფინანსური პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.

კურიერების მოთხოვნებია: შრომის შესაბამისი ანაზღაურება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირება და საკურიერო სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა.

„კურიერები არიან ის ადამიანები, ვინც ამ კომპანიებში დოვლათს ქმნიან, ფულად რესურსს გამოიმუშავებენ. მათ მიაქვთ ობიექტიდან მომხმარებლამდე შეკვეთა და შესაბამისად მთლიანი ფულადი რესურსი, რაც კომპანიას შესდის, ამ პროცესიდან გამომდინარეობს.

ჩვენ არაფერს ნაჩუქარს არ ვითხოვთ. უბრალოდ თუ რაღაცის ფასი 5 წლის წინ პირობითად 5 ლარი იყო, დღევანდელ რეალობაში ცხოვრება უფრო გაძვირდა და ჩვენც ვერ ავუდივართ, უფრო მეტი ხანი გვიწვეს იგივე თანხის გამოსამუშავებლად ქუჩაში ყოფნა. ჩვენი პროფესია ასევე უამრავ რისკთან არის დაკავშირებული.”-ამბობს პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი კურიერი.

euronews georgia