2023 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში 3 564 460 აშშ დოლარის, 9 144 ტონა კიტრი შემოვიდა. იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან განხორციელდა 3 191 790 აშშ დოლარის 8 182 ტონა. Top-3 ქვეყანაში შედის ირანი (356 600 აშშ დოლარის 920 ტონა) და სომხეთი (10 580 აშშ დოლარის 26 ტონა).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად ბოლო 4 წელის საქართველოს სომხეთიდან კიტრი არ ჰქონდა შემოტანილი. ამასთან თურქეთიდან და ირანიდან 2023 წლის 6 თვეში შემოტანილი კიტრის რაოდენობა და ღირებულება თითქმის უტოლდება 2022 წლის 12 თვის მონაცემებს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი-ივნისი) თურქეთიდან 2 286 560 აშშ დოლარის 6 900 ტონა კიტრი შემოვიდა. მთლიანი წლის განმავლობაში კი 3 487 190 აშშ დოლარის 10 133 ტონა.