თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გააკეთა.
„ხელისუფლება რაც უფრო მეტად გადადებს ახალი არჩევნების დანიშვნას, მით უფრო მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შევალთ. ამიტომ ჩემი მოწოდება ხელისუფლების მიმართ იქნება დანიშნონ ახალი არჩევნები რაც შეიძლება მალე.
ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ბიზნესთან, ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გამოძვრეს ამ ურთულესი მდგომარეობიდან ბიზნესი, მაგრამ ვითარება იქნება ძალიან რთული თუ ხელისუფლება ნაბიჯს დროულად არ გადადგამს“, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.