საქართველოს მთავრობამ დღეს „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროგრამაში მონაწილეობა 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლის საშუალება მივცეთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი პროგრამის დეტალური პირობები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.