საქსტატმა 2024 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან 582.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

ექსპორტისგან განსხვავებით, ივნისში შემცირდა იმპორტი და ის 1.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 128 მილიონი დოლარით ნაკლებია.

2024 წლის პირველ ნახევარში კი საქართველოს ექსპორტი 2.84 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.

იმპორტი კი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 0.2%-ით გაიზარდა და მან 7.47 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 ივლისს გამოაქვეყნებს, საიდანაც გაირკვევა თუ უშუალოდ რომელი საქონლის ექსპორტი გაიზარდა ივნისის განმავლობაში.