2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა.
როგორც ენერგეტიკული ბაზრის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაში არის საუბარი, ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა.
ივლისში საქართველოს წმინდა ექსპორტმა 220 გვტ. სთ ელექტროენერგია შეადგინა. ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.