რუსული ავიაკომპანია Азимут-ი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ივლისიდან მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებენ.
ავიაკომპანია Азимут საერთაშორისო მარშრუტების ქსელს ავითარებს და ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს ახალ მარშრუტზე მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვი. ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში რეისი განხორციელდება 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს განრიგის მიხედვით:
გამგზავრება მოსკოვიდან (ვნუკოვო) 07:10-ზე, დაშვება ქუთაისში 11:45-ზე;
გამგზავრება ქუთაისიდან 12:45-ზე, დაშვება მოსკოვში 15:25-ზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია Азимут საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო.