2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია.

ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია“, - წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.