2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი. 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 4.6 ათასი ტონა იყო, რაც წლიურად 69.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი.

აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.