2023 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 539.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტით ნაკლები) 689 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.8 პროცენტით მეტი). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 17.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი- მარტის პერიოდში გაცემულია 2 195 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლები) 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი).