საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების  იმპორტი,  ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა.

როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით,  იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი 3.67-ჯერაა გაზრდილი.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი  974 920 აშშ დოლარი იყო.

გთავაზობთ TOP-3 ქვეყანას წლების მიხედვით, საიდანაც ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში ყველაზე მეტი იახტა და დასვენებისა და სპორტისთვის სხვა მოცურავე საშუალებები შემოვიდა.

2019

აშშ - $326 560;
თურქეთი - $228 830;
მექსიკა - $101 920

2020

აშშ - $541 280;
თურქეთი - $306 120;
ნიდერლანდები - $171.890

2021

აშშ - $91 750
შვეიცარია- $88 840
უკრაინა - $50 610


2022

აშშ - $1 961 880;
თურქეთი - $845 160;
კორეა - $328 000


2023

აშშ - $915 450;
მექსიკა - $858 230;
თურქეთი - $393 600;