მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 50 600 ადამიანით შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, I კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 4%-ით შემცირდა.

„საქსტატის მონაცემებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, I კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18%-ისა. 

დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით, შესაბამისად, 10,4%-ით შეადგინა 953 000 ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 40 500 ადამიანით და 10%-ით და შესაბამისად შეადგინა 448 000 ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. 

გვაქვს კარგი დინამიკა, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.