სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის სექტემბერი აგვისტოსთან შედარებით 0,7%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,7%), განათლება (5,2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5.1%) და საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (3.9%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტრანსპორტში, ამ სეგმენტში სექტემბრიდან სექტემბრამდე 5.1%-იანი კლებაა, ჯანმრთელობის დაცვა დაკლებულია 4,9%-ით, ხოლო დასვენება, გართობა და კულტურის მიმართულებით 3.9%-იანი კლება ფიქსირდება. ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 2.5%-ითაა გაიაფებული. 1.7%-იანი კლება ფიქსირდება ასევე ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის HICP-ში. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ინდექსი კი 1,5%-ით.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.