საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსი მიენიჭა.
მისი განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პალატას პირველად მიეცა შესაძლებლობა გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსის ფარგლებში ისარგებლოს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პლატფორმით. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღოს და აქტიური წვლილი შეიტანოს კომიტეტის მიერ ინიიცირებულ მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და მომზადების პროცესში.
„ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას წევრი ქვეყნებისთვის, წარუდგინონ საკუთარი შეხედულებები ევროსაბჭოს, ევროკომისიასა და ევროპის პარლამენტს ევროკავშირის ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან მიმართებით“, - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის პირველი ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ქვეყნებს რთავს კომიტეტის საქმიანობაში „გაფართოების კანდიდატი წევრების“ დანიშვნით, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე.
„გაფართოების კანდიდატი წევრის“ სტატუსის მქონე წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ მოსაზრებები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკეთ გაეცნონ ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივებს ეროვნულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.
აღნიშნული ინსტიტუტი 329 წევრისგან შედგება და აერთიანებს 6 ძირითად მიმართულებას-ერთიანი ბაზარი, წარმოება და მოხმარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, დასაქმება, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა გარემოს საგარეო ურთიერთობები.
გიორგი პერტაიას ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსი მიენიჭა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო