GCCA, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 996 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2940 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 128 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 63 მოვაჭრეს - 106 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 114283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 135 საქმეზე - 122 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 329 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 323, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 169, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 34, ხოლო სხვა დანარჩენზე - 74.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17 %.
GCCA-ში განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%- ით გაიზარდა
ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება – ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრიან
თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ირაკლი კობახიძე
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება – ირაკლი კობახიძე
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა