გასულ წელს საქართველოში $29 მლნ-ის ბანანი, $2 მლნ-ის ანანასი, $1.5 მლნ-ის ავოკადო, $900 ათასზე მეტის ფინიკი, $5 ათასის პაპაია შემოვიდა. ტროპიკული ხილის იმპორტის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ „საქსტატმა“ მიაწოდა.
რაც შეეხება რაოდენობას, 2022 წელს ქვეყანაში 37 234 ტონა ბანანის, 1 943 ტონა ანანასის, 998 ტონა ავოკადოს, 688 ტონა ფინიკის და 0.8 ტონა პაპაიას იმპორტი განხორციელდა.
2020-2021 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტროპიკული ხილის იმპორტი, მაგალითად თუ 2020 წელს დაახლოებით 20 მლნ დოლარის ხილი შემოვიდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 23 მლნ დოლარი იყო, ხოლო გასულ წელს 33 მლნ დოლარზე მეტი.