ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობა მიიღოჩაის ადგილობრივმა მწარმოებელმა დაიმპორტიორმა 15-მდე კომპანიამ, რომლებმაცსტუმრებს სხვადასხვა სახეობის პროდუქციაშესთავაზეს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოსდირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
„ქართული ჩაი თავის საგემოვნო და ხარისხობრივიმაჩვენებლებით გამორჩეულია. სამინისტროაქტიურად მუშაობს ქვეყანაში მეჩაიეობის დამეფუტკრეობის დარგების განვითარებისმიმართულებით და მხარს უჭერს ფერმერებსა დამეწარმეებს არაერთი სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნული ფესტივალი, უკვე წლებია, სამინისტროსმხარდაჭერით იმართება და ქართული ჩაისა დათაფლის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენგავაგრძელებთ მწარმოებლების აქტიურმხარდაჭერას როგორც წარმოების განვითარების, ასევე პოპულარიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
ჩაისა და თაფლის ფესტივალი, საქართველოს ჩაისმწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა დაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სხვადასხვალოკაციაზე, 2005 წლიდან იმართება. ბოლო შვიდიწლის განმავლობაში კი, ფესტივალს მთაწმინდისპარკი მასპინძლობს. ფესტივალის მიზანიაადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისმხარდაჭერა და მომხმარებლებში ნატურალურიჩაისა და თაფლის პოპულარიზაცია. ჩაისა დათაფლის ფესტივალი მეწარმეებს ხელს უწყობსსაკუთარი პროდუქცია უშუალოდ გააცნონმომხმარებლებს და გაზარდონ მისი ცნობადობა, მოიძიონ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორებიდა დაამყარონ საქმიანი კონტაქტები.