„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC) შუა დერეფნის ქვეყნებში მულტიმოდალური ტერმინალების სინქრონულად ამოქმედების აუცილებლობაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას და მუდმივად აკვირდება ყაზახეთის ნავსადგურებში – აქტაუს და კურიკის, ასევე აზერბაიჯანის ნავსადგურ – ალიათის, თბილისში – მშრალი ნავსადგურის, მიმდინარე პროექტების და საკონტეინერო სიმძლავრეების ეტაპობრივი განვითარების ექსპლუატაციაში გაშვების ფაქტებს. ორგანიზაცია დადებითად აფასებს იმას, რომ 2025 წელს იგეგმება, ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიით ახალი მუტიმოდალური ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება.
როგორც სატრანსპორტო, ინფრასტუქტურულ და ლოგისტიკურ საკითხებზე სპეციალიზებულ პორტალზე, transcor.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მულტიმოდალური ტერმინალი ფოთში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ერთ – ერთ საყრდენ წერტილს წარმოადგენს. TCRC-ის შეფასებით, ყაზახური მხარის განმარტებით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიცირებისათვი უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია.
"როდესაც ასეთი სახის პროეტებზეა საუბარი, მხედველობაშია მისაღები ის გარემოაება, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მთელ სიგრძეზე სინქრონულად ხორციელდება საკონტეინერო სიმძლავრეების ფორმირების პროცესი, დაწყებული საკონტეინერო მატარებლების ფორმირების წერტილიდან – ჩინეთსა და ყაზახეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელზე, სინაის ტერმინალიდან და ფოთის ნავსადგურის გავლით, სრულდება რუმინეთის – კონსტანცის და ბულგარეთის – ვარნის დამაბოლოებელ წერტილებში," - განმარტებულია პუბლიკაციაში და იქვე ხაზგასმულია, რომ ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტების სინქრონიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დერეფნის გასწვრივ გამართული სატერმინალო ქსელის შესაქმნელად.
TCRC-ის ინფორმაციით, ყაზახური მხარის PTC Holding საქმიანობა მისასალმებელია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მლნ დოლარია. ტერმინალი განთავსებულია 8 ჰექტარ ფართობზე, მისი წლიური სიმძლავრე – 80 000 TEU. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო მოედანზე 6 000 TEU ს დამუშავება.