საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა.

Fitch ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5.8%, ხოლო 2025-2026 წლებში - საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში არსებული დაბალი ინფლაცია და მთავრობის ვალის ზომიერი დონე, რაც მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.