საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ 13.4%-იან „BB“ მედიანას, ჩვენი საბაზისო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.",- წერია შეფასებაში.

ცნობისთვის, სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.